თავდაცვის სამინისტროში EUMM-ის მისიის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელს კესტუტის იანკაუსკასს უმასპინძლა.
კესტუტის იანკაუსკასმა საქართველოში მისია დაასრულა. ლელა ჩიქოვანმა მას საქართველოში EUMM-ის მისიის ხელმძღვანელის რანგში შესრულებული სამუშაოსათვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემურ საკითხებსა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გამოკვეთილი პოლიტიკური კურსის ძირითად მიმართულებებზე. მათ, ასევე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა მიმოიხილეს და თავდაცვის უწყებასთან თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები