20, 21 და 23 აგვისტოს საქართველოში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება

მომდევნო სამი დღის განმავლობაში, 20, 21 და 23 აგვისტოს საქართველოს მასშტაბით მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის ცნობით, დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდებია მოსალოდნელი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი 34-39 გრადუსამდე იქნება. უნალექო ამინდებია მოსალოდნელი აღმოსავლეთ საქართველოშიც, სადაც ჰაერის ტემპერატურა 31-36 გრადუსამდე დაფიქსირდება.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ამავე პერიოდში, დღის განმავლობაში, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 36 გრადუსი დაფიქსირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები