საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა შემცირდა, ცხვრისა და თხის სულადობა კი გაიზარდა

“2017 წლის მე-2 კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 1 018.9 ათასი სული შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 8.5%-ით ნაკლებია. აქედან, ფურის სულადობამ 492.3 ათასი სული შეადგინა”, – ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.
მათივე მონაცემებით, ცხვრისა და თხის ჯამური სულადობა, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, გაზრდილია.
“ამასთან, საანგარიშო პერიოდში, ცხვრისა და თხის ჯამური სულადობა, წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 5%-ითაა გაზრდილი და 1 231.9 ათას სულს აღწევს. ღორის სულადობა კი 10.4%-ით გაიზარდა და 194.6 ათასი სული შეადგინა.   11 718.2 ათასი ფრთა შეადგინა ფრინველის რაოდენობამ, რაც 0.4 %-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე”,- აღნიშნულია საქსტატის მონაცემებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები