ბათუმში, მატარებლის დაჯახების შედეგად დაშავებული 44 წლის ქალი გარდაიცვალა

ბათუმში, მატარებლის დაჯახების შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა. 44 წლის ქალი ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში ე.წ. ბარცხანის დასახლებაში სატვირთო მატარებელი 44 წლის ქალს რამდენიმე დღის წინ დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, ქალბატონი საავტომობილო გზიდან მატარებლის ლიანდაგზე გადადიოდა, რა დროსაც სატვირთო მატარებელი დაეჯახა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები