პატრიარქი: ფერისცვალება შესაძლებელია ადამიანისთვის მხოლოდ ღვთის ძალით და მადლით

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სრულიად საქართველოს ფერისცვალების დღესასწაული მიულოცა.
“ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. უფალმა იცვალა ფერი, რათა მოწაფეებისთვის ეჩვენებინა, თუ რა ძალა არსებობდა მათ წინაშე. ფერისცვალება იყო იმისთვის, რომ უფრო მეტად განმტკიცებულიყო მათი რწმენა. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი. ადამიანმა ფერი უნდა იცვალოს. ფერისცვალება შესაძლებელია ადამიანისთვის მხოლოდ ღვთის ძალით და მადლით. შეგეწიოთ უფალი თქვენ და სრულიად საქართველოს! ინებოს უფალმა, რომ ჩვენც ვიცვალოთ ფერი და დავუახლოვდეთ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს!” – ბრძანა მცხეთის სამთავროს მონასტერში ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.
წირვის დასრულების შემდეგ, საქართველოს პატრიარქმა ხილი აკურთხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები