ბახმაროში სახალხო დღესასწაული აღინიშნება

ბახმაროში ტრადიციული სახალხო დღესასწაული აღინიშნება. ღონისძიებების დაწყებამდე, ფერისცვალების ტაძარში წირვა აღევლინა.
“ბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულის აღნიშვნა ტრადიციულია. დოღის შემდეგ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფლები და ხეობები რეწვით ნიმუშებს წარმოადგენენ. სტუმრებს უამრავი საინტერესო სანახაობა ელით”, – განაცხადა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ირაკლი კუჭავამ.
ბახმაროს სახალხო დღესასწაულს ხელისუფლების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან ჩასული სტუმრები ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები