ბათუმში, თხევადი გაზის სადგურის აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

 ბათუმში, თხევადი გაზის სადგურის აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებული, რომელმაც სხეულის 90- პროცენტიანი დამწვრობა მიიღო, დღეს დილით გარდაიცვალა.
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, პაციენტი, რომელსაც სხეულის 90-პროცენტიანი დამწვრობა ჰქონდა მიღებული კლინიკა „მედინადან“ გუშინ თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს, იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
„ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. გუშინ, თბილისში დამწვრობის ცენტრში გადავიყვანეთ. სამწუხაროდ, დღეს დილით გარდაიცვალა“, – აღნიშნა ზაალ მიქელაძემ. რაც შეეხება მეორე დაშავებულს, იგი მკურნალობას თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადის. მას სხეულის 32 % აქვს დამწვარი. ბათუმში, ორი დღის წინ, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე თხევადი გაზის სადგურში აფეთქება მოხდა.
მიმდებარე ტერიტორიაზე ორი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა, ხოლო ორი – მნიშვნელოვნად დაზიანდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიებას შს სამინისტრო აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები