მართლმადიდებელი ეკლესია ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს
დღეს, 19 აგვისტოს, მართლმადიდებელი ეკლესია ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს. ფერისცვალების დღესასწაული იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება: უფალმა თავის მოწაფეთაგან გამოარჩია პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას, ნახეს, რომ იესო ქრისტემ ფერი იცვალა. ამ დროს მაცხოვრის გვერდით ზეციური დიდებით შემოსილი მოსე და ელია წინასწარმეტყველი იდგნენ, რომლებიც მაცხოვართან იმ ვნებისა და ტანჯვის შესახებ საუბრობდნენ, რაც მას იერუსალიმში მოელოდა.
დღევანდელ დღეს ტაძრებში ხილს აკურთხებენ.
მაცხოვრის ფერისცვალება 12 უდიდეს დღესასწაულს შორისაა და ის ყოველთვის 19 აგვისტოს აღინიშნება.