სემეკის თავმჯდომარე: ტარიფები პოლიტიკოსებისთვის ერთ-ერთი „ცხელი თემაა“

ტარიფები პოლიტიკოსებისთვის ერთ-ერთი „ცხელი თემაა“, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი საქმე და ვალდებულება, – განაცხადა სემეკ-ის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ ჟურნალისტებთან საუბრისას მარეგულირებელი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, საუბარი ტარიფებზე უნდა მიმდინარეობდეს არგუმენტირებულად და არა საპროტესტო ფორმებით. მილორავა აცხადებს, რომ საპატრულო პოლიციის გამოძახება იძულებითი ნაბიჯი იყო, რადგან სემეკს სხდომის გაგრძელების საშუალება არ ჰქონდა. შედეგად, პოლიციამ შენობიდან შალვა ნათელაშვილი და ”ლეიბორისტული პარტიის” სხვა წევრები გაიყვანა.
რაც შეეხება უშუალოდ ”თელასის” ტარიფს, მილორავას თქმით, გადაწყვეტილება დეკემბერში იქნება მიღებული და წინასწარ ამაზე საუბარი არასწორია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები