ახალ სასწავლო წელს, პირველკლასელები და პედაგოგები საჩუქრად Acer-ის ფირმის პორტაბელურ კომპიუტერებს მიიღებენ

ახალ სასწავლო წელს, პირველკლასელები საჩუქრად Acer-ის ფირმის პორტაბელურ კომპიუტერებს მიიღებენ. როგორც „კვირას“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს მასშტაბით, 15 სექტემბერს, ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელს პორტაბელური კომპიუტერი საჩუქრად გადაეცემა.
წელს საჯარო სკოლებში დაახლოებით 50 300 პირველკლასელია რეგისტრირებული, ისინი Acer TravelMate B117 Notebook PC-ით დასაჩუქრდებიან. პორტაბელური კომპიუტერი დაურიგდებათ ასევე პირველკლასელების დამრიგებლებსაც. წელს სამინისტრომ, ჯამში, 53 700 პორტაბელური კომპიუტერი შეიძინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები