საქართველოს პროკურატურის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ბელორუსიის რესპუბლიკაში იმყოფებოდა

საქართველოს პროკურატურის დელეგაცია საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით ბელორუსიის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

პროკურატურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ბელორუსიის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს, ალექსანდრ კანიუკს, გენერალური პროკურორის მოადგილეს, ალექსანდრ სტუკს და პროკურატურის სხვა წარმომადგენლებს  შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე დელეგაციის წევრებმა საქართველოს მთავარ პროკურატურასა და ბელორუსიის რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურას შორის 2015 წლის 22 ივლისს გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებულ საკითხებზე   იმსჯელეს. მხარეებმა დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით  ურთიერთთანამშრომლობის  საკითხებიც განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას შეეხო.

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და ბელარუსის რესპუბლიკის გენერალური პროკურორი ალექსანდრ კანიუკი სამომავლოდ ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები