თბილისის მერია ჭავჭავაძის N82-ში ხეების მოჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია თბილისში, ჭავჭავაძის N82-ში ხეების მოჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “კვირა” მას უცვლელად გთავაზობთ:
“თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურმა შპს „მესხის“ განცხადება მიიღო, რომელიც საკუთარ ტერიტორიაზე – ჭავჭავაძის გამზ N 82-ში 2 წლის განმავლობაში ვერ ახორციელებდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს წინაშე ნაკისრ საინვესტიციო ვალდებულებას – ტერიტორიაზე სავალი გზის მოწყობას, რისთვისაც ითხოვდა ხეების მოჭრის ნებართვას. საკადასტრო ტერიტორიაზე არსებული 90 ფოთლოვანი და წიწვოვანი ხიდან, კანონით გათვალისწინებული რეკომენდაციის შესაბამისად, ნებართვა გაიცა 8 ხის მოჭრაზე, ხოლო გადარგვის ნებართვა გაიცა 6 ხეზე.
კომპანია იღებს ვალდებულებას, მოჭრილი ხეების სანაცვლოდ, დარგოს ხეები და მოაწყოს მწვანე სივრცე”,- ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები