თბილისის ავტოსადგურიდან გაუჩინარებული ახალგაზრდა ურეკში იპოვეს

ავტოსადგურ „ოკრიბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დაკარგული ლევან მ. პოლიციამ ურეკში იპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ის თავს კარგად გრძნობს.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის ლევან მამაგეიშვილს ოჯახი 5 დღე ეძებდა. ახალგაზრდა თბილისის ცენტრიდან გაუჩინარდა და მისი კვალი ავტოსადგურ „ოკრიბის“ ტერიტორიიდან დაიკარგა.
როგორც ცნობილია, ახალგაზრდა, დასთან ერთად, ქუთაისიდან თბილისში 5 დღის წინ ავტომობილის საყიდლად ჩავიდა. მას თან 23 ათასი აშშ დოლარი ჰქონდა. გავრცელებული ინფორმაციით, ლევან მამაგეიშვილი ბოლოს სასაუზმეში დასთან ერთად იმყოფებოდა, სადაც სადილი შეუკვეთა, საპირფარეშოში გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები