მიხეილ ყაველაშვილი გვაზაურის ხევის მოსახლეობას შეხვდა

მე-18 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი, თბილისის მერთან დავით ნარმანიასთან და ნაძალადევის რაიონის გამგებელ ირაკლი ხელაძესთან ერთად, გვაზაურის ხევის მოსახლეობას შეხვდა.
აღნიშნულ მისამართზე მოსახლეობა წლების განმავლობაში უჩიოდა სავალი გზის ინფრასტრუქტურის არარსებობას.
მაჟორიტარი დეპუტატი წინასაარჩევნოდ მოსახლეობას დაჰპირდა პრობლემის მოგვარებაში დახმარებას და შუამდგომლობას აღნიშნული პრობლემის გადამწყვეტ ორგანოებთან. დანაპირები შესრულებულია, ინფრასტრუქტურა – მოწესრიგებული.
“ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით მოსახლეობისადმი დანაპირების შესრულებას. დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი შესრულდა ნაძალადევის რაიონის გამგეობისა და თბილისის მერიის მიერ, მოსახლეობის პრობლემები და მოთხოვნები დეტალურად გვაქვს შესწავლილი და, ჩემი მაჟორიტარული საქმიანობიდან გამომდინარე, მაჟორიტარული ბიურო მზადაა, ყოველთვის იმუშაოს იმ პრობლემების გადაჭრაზე, რაც მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები