ერგნეთში იან კელიმ „აგვისტოს“ მუზეუმი დაათვალიერა

აგვისტოს მუზეუმს დღეს ამერიკის ელჩი იან კელი ესტუმრა. მუზეუმი ცხინვალთან ახლოს, სოფელ ერგნეთში მდებარეობს, მასში 2008 წლის აგვისტოს ომის ფრაგმენტების ამსახველი ნივთები ინახება.
ელჩმა ერგნეთში ჩასვლამდე, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელი დიცი მოინახულა. სტუმრებმა და მაპინძლებმა მუზეუმის კედელზე გაკრულ ბანერზე სახელწოდებით: ,,არა ოკუპაციას” საკუთარი ხელმოწერებიც დატოვეს.
,,აგვისტოს მუზეუმი” ერგნეთში 2017 წლის 8 აგვისტოს „ქართული ოცნების“ წევრის, ლია ჩლაჩიძის სახლის პირველ სართულზე გაიხსნა. საცხოვრებელი ბინა 2008 წლის აგვისტოში, საომარი მოქმედებების შედეგად დაიწვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები