ბაკურიანის ძველი ნაგავსაყრელი შესაბამისი სტანდარტებით დაიხურა

ბაკურიანში ნაგავსაყრელის დახურვის სამუშაოები დასრულებულია.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ქვეყნის მასშტაბით არსებული ნაგავსაყრელების რაოდენობის შემცირებას ითვალისწინებს. წინასწარი კვლევის საფუძველზე, შემუშავდა არსებული ნაგავსაყრელების დახურვის გეგმა. გეგმის ფარგლებში, კომპანიამ გარკვეული ნაგავსაყრელების ოპერირება შეაჩერა და მათი ეტაპობრივი დახურვა შესაბამისი სტანდარტებით დაიწყო.
სამინისტროს ინფორმაციით, ამ გეგმის გათვალისწინებით დაიხურა ბაკურიანის არსებული ნაგავსაყრელიც, რომელიც ვერ აკმაყოფილებდა ოპერირების ნორმებს. დახურვის სამუშაოების ფარგლებში პოლიგონის ზედაპირის რელიეფის ფორმირება, ნარჩენების მოსწორება და საიზოლაციო ფენით გადაფარვა მოხდა.
დასრულებული სამუშაოები „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის” დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
ბაკურიანის ნაგავსაყრელის დახურვის პროექტის ღირებულებამ 124 998 ლარი შეადგინა და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
ბაკურიანის ნარჩენებს ბორჯომ-ბაკურიანის ნარჩენების გადამტვირთი ახალი სადგური მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები