გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, ივლის-აგვისტოს თვეებში, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 289 ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2017 წლის 1 ივლისიდან 17 აგვისტოს ჩათვლით, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 289 ფაქტი გამოავლინეს.
დეპარტამენტი ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ფაქტების გამოვლენას მთელი საქართველოს მასშტაბით ახდენს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ივლის-აგვისტოს თვეებში გამოვლენილი სამართალდარღვევების ძირითად ნაწილს, მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების შემთხვევები – 195 ფაქტი შეადგენს. ამავე პერიოდში სამშენებლო ან სხვა ინერტული ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების 61 ფაქტი გამოვლინდა, ფეკალური მასებით ან კანალიზაციის ნარჩენებით ტერიტორიის დაბინძურების 12 ფაქტი, ცხოველის სხეულის ნარჩენებით, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების ღია წესით ან არადანიშნულების საწვავ დანადგარში დაწვისა და სახიფათო ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მოთხოვნების შეუსრულებლობის 21 ფაქტი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ, ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები