„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ ქიზიყის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა სრულად განაახლა

სამგორის რაიონში,  ქიზიყის ქუჩაზე,  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კიდევ ერთ მასშტაბურ სარეაბილიტაციო პროექტს ასრულებს. აღნიშნულ ქუჩაზე, წყალსადენის 300 მეტრი სიგრძის  ახალი ქსელი მოეწყო. ასევე, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, რეგულატორების და ურდულების პროგრამის ფარგლებში, ევროსტანდარტის შესაბამისი 12 ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა.

კომპანიის ინფორმაციით, ქიზიყის ქუჩაზე, რეაბილიტაციის ბოლო ეტაპზე, ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს კომპანია ხვალ, 18 აგვისტოს განახორციელებს. პარალელურად 2 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც,  ხვალ 18 აგვისტოს, დილის, 12:00 საათიდან, 19 აგვისტოს, დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში:

ქიზიყის, ენუქიძის, ჭიჭინაძის  და მიმდებარე ქუჩებს.

ისნის რაიონში:

წმინდა ბარბარეს, ქინძმარაულის და ნაკაშიძის ქუჩებს.

კრწანისის რაიონში:

რუსთავის გზატკეცილს, ფონიჭალას, გიგანტის და ზოოვეტის დასახლებებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის „ცხელი ხაზის“ – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით –  www.gwp.ge

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები