“წინ არაფერი უდგას იმას, რომ პეკინის ქუჩა ცალმხრივი გახდეს”

“ახლა ვსწავლობთ ნაკადებს კვეთებზე და თუ აქაც დადებითი შედეგი გვექნება, წინ არაფერი უდგას იმას, რომ პეკინის ქუჩა ცალმხრივი გახდეს”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე ტრანსპორტის და ნაკადების კვლევა მიმდინარეობს. მერის განცხადებით, მოსახლეობა და მძღოლებიც ქუჩის გაცალმხრივების მომხრე არიან, თუ კვლევას დადებითი შედეგი ექნება, პეკინის ქუჩის გაცალმხრივებას წინ არაფერი დაუდგება.

„ამ ეტაპზე პეკინის ქუჩაზე ტრანსპორტის  და ნაკადების კვლევა მიმდინარეობს,  რომელიც, დარწმუნებული ვარ, მოგვცემს დადებით შედეგს და ამის შემდეგ მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. მოქალაქეების განწყობა, ისევე როგორც მძღოლების განწყობა არის ცალსახა და დადებითი პეკინის ქუჩის გაცალმხრივებასთან დაკავშირებით. ახლა ვსწავლობთ ნაკადებს კვეთებზე და თუ აქაც დადებით შედეგი გვექნება, წინ არაფერი უდგას იმას, რომ მოძრაობა გახდეს ცალმხრივი“,- აღნიშნა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები