დავით ნარმანია: დედაქალაქში მდებარე უნებართვო კაფეებთან დაკავშირებით მონიტორინგი მიმდინარეობს

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, დედაქალაქში მდებარე უნებართვო კაფეებთან დაკავშირებით მონიტორინგი მიმდინარეობს.
როგორც დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე კაფე-ბარებს მას შემდეგ ექნებათ მუშაობის გაგრძელების უფლება, როდესაც საიჯარო ქირას გადაიხდიან.
ამასთან, მისივე თქმით, მეპატრონეებმა კაფე – ბარების ვიზუალი არქიტექტურის სამსახურთან უნდა შეათანხმონ.
დედაქალაქის მერი განმარტავს, რომ აღნიშნული პირობების დაკმაყოფილება ქალაქის სხვა ნაწილში მდებარე უნებართვო კაფე-ბარებსაც ეხება.
’’კაფე-ბარების მეპატრონეებმა უნდა აიღონ თანხმობა იჯარაზე, ისევე, როგორც არქიტექტურის სამსახურთან უნდა შეთანხმდეს ვიზუალი. ეს არა მხოლოდ აღმაშენებელს ეხება, ქალაქის სხვა ნაწილებშიც მიმდინარეობს მონიტორინგი უნებართვო ღია კაფეებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ყველა დაემორჩილოს წესებს. ასე რომ, როგორც კი გადაიხდიან საიჯარო ქირას და ვიზუალს შეათანხმებენ არქიტექურის სამსახურთან ყველას ექნება უფლება, რომ გააგრძელონ მუშაობა’’, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ცნობისათვის, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 9 აგვისტოს გაცემული მითითებების შესაბამისად, დავით აღმაშენებლის გამზირზე უნებართვოდ მოწყობილი ღია კაფეების ნაწილი აღებულია და კაფე-ბარები მუშაობას აღნიშნული საქმიანობისთვის განკუთვნილ ტერიტორიებზე (შენობა-ნაგებობებში) განაგრძობენ. აღნიშნული მითითების შემდეგ, ახალ აღმაშენებელზე მდებარე კაფე-ბარების ნაწილმა მუშაობა შეაჩერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები