ბათუმში აფეთქებისას ორი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია

ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე აფეთქებისას დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა  კრიტიკულია. პაციენტი, რომელიც რეანომობილით ბათუმიდან თბილისში დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს, ამ დრომდე კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
როგორც „კვირას“ იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, პაციენტს სხეულის 35- პროცენტიანი დამწვრობა აღენიშნება.
მისივე თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს აფეთქების შედეგად მე-2-3 ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული.
რაც შეეხება, მეორე დაშავებულს, ის კლინიკა “მედინაში” მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას სხეულის 90% დამწვარი აქვს. როგორც კლინიკის ხელმძრვანელმა განაცხადა, მისი მდგომარეობა მძიმეა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე თხევადი გაზის სადგურში აფეთქება მოხდა. მიმდებარე ტერიტორიაზე ორი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა, ხოლო ორი მნიშვნელოვნად დაზიანდა. მომხდარის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ფაქტზე შსს გამოძიებას აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები