მაშველებმა ზღვაში გაუჩინარებული ტურისტის ცხედარი იპოვეს 

მაშველებმა ჩაქვისა და ციხისძირის მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვაში გაუჩინარებული ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი რუსეთში ცხოვრობს და ეროვნებით სომეხია. იგი აჭარაში ისვენებდა.

შეგახსენებთ, რომ მამაკაცი გუშინ, დღის მეორე ნახევარში ზღვაში შევიდა და გაუჩინარდა. სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები და სამართალდამცავები იყვნენ ჩართული.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები