ანდრო ივანოვი: ჩემი სამშობლო – საქართველოა, რუსეთი – ჩემი საყვარელი დაა

0

რუსეთში ფედერალური ქართული ნაციონალურ-კულტურული ავტონომიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ანდრო ივანოვი ღია წერილს ავრცელებს. როგორც წერილშია ნათქვამი, მისი სამშობლო საქართველოა, რომელიც სითბოს, სიკეთისა და სიყვარულის ქალაქია.
“სამშობლო – დედასავით ერთია მთელს სამყაროში! ჩემი სამშობლო – საქართველოა, ჩემი თბილისი… ის სითბოს, სიკეთისა და სიყვარულის ქალაქია… ერთ ქართულ სიმღერაში მღერიან, რომ “აქ არ იმღერო ძნელია, აქ ფოთლებიც კი მღერიან…” და ეს სიმართლეა. საქართველოში ყველაფერი მღერის: მთები, წყაროები, ტყეები, სახლები და რა თქმა უნდა, ადამიანები… ამ სიმღერის მელოდია, რომელიც მე დედის რძესთან ერთად ავითვისე, ჩემში შთაგონებას იწვევს, მახსენებს უდარდელ ბავშვობას, სადაც არ უნდა ვიმყოფებოდე…
რუსეთი ჩემი საყვარელი დაა… ჩემი მოსკოვი– ჩემი საუკეთესო მეგობარია… მისი ეკლესიები, მოედნები, სკვერები, ადამიანები– ეს ყველაფერი ჩემი სამყაროს ნაწილია. მითხარით, როდესაც თქვენს დასთან ცხოვრობთ – განა უცხოსთან ცხოვრობთ? არა… არასდროს, არც მოსკოვში და არც თბილისში არ მიგრძვნია თავი უცხოდ… როდესაც თბილისში ვიმყოფები, მოსკოვი მენატრება… მოსკოვში ვცხოვრობ და ძალიან მენატრება თბილისი…
უფლის მადლი ფარავდეს რუსეთსა და საქართველოს ხალხს! მშვიდობა ყოფილიყოს! ამინ…”, – აღნიშნულია ღია წერილში.

კომენტარები

კომენტარი