თავდაცვის მინისტრმა დაშავებული ქართველი სამხედროები მოინახულა

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზასთან მომხდარი თავდასხმის შედეგად დაშავებული ქართველი მშვიდობისმყოფელები თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მოინახულა.
დაშავებული სამხედროები გერმანიაში, ლანდშტულის ამერიკულ რეგიონალურ სამედიცინო ცენტრში მკურნალობენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრთან ერთად გერმანიაში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაიაც იმყოფება.
თავდაცვის მინისტრმა დაშავებულ სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის კურსის შესახებ ექიმებისგან დეტალური ინფორმაცია მიიღო და თანადმგომისთვსი მადლობა გადაუხადა. ლევან იზორიამ დაჭრილ სამხედროებს მალე სრული გამოჯანმრთელება უსურვა და კაპიტან მიხეილ გვირჯიშვილი და უფროსი ლეიტენანტი გიგა ხახუტაშვილი უწყებრივი მედლით „საბრძოლო იარისთვის“ დააჯილდოვა. გენერალური შტაბის უფროსმა კი, ჯარისკაცებს გენერალური შტაბის მონეტები უსახსოვრა.
II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ორი ქართველი სამხედრო მოსამსახურე აფეთქების შედეგად მიყენებული დაზიანებების შემდეგ გერმანიაში გადააფრინეს. მათ ნამსხვრევების შედეგად მიყენებული დაზიანებების გამო გერმანიაში სხვადასხვა სახის ოპერაცია ჩაუტარდათ. ამჟამად ორივე სამხედრო მოსამსახურე თავს კარგად გრძნობს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გენერალური შტაბის უფროსთან ერთად გერმანიაში ავღანეთიდან გაემგზავრა. 3 აგვისტოს მომხდარ აფეთქებას ერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი მდინარე ბებიაშვილი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები