BIAFF 2017 ბლოგერებისთვის კონკურსს აცხადებს

0

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი ბლოგერებისთვის კონკურსს აცხადებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, კონკურსის მთავარი მოთხოვნა კინოფესტივალის ინტენსიურად და საინტერესოდ გაშუქებაა. ფესტივალი ბათუმში 17-24 სექტემბერს გაიმართება. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 25 აგვისტომდე უნდა შეავსონ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ მისამართზე – https://goo.gl/dLbGGc.
კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა:
კონკურსანტს უნდა ჰქონდეს აქტიური ბლოგი და ბლოგერობის გარკვეული გამოცდილება; რეგისტრაცია – კონკურსში მონაწილე ბლოგერებს უნდა შეეძლოთ კინოფესტივალის პერიოდში ბათუმში ყოფნა და კინოფესტივალზე დასწრება; ბლოგზე კინოფესტივალის ბანერის განთავსება (საიტზე გადასასვლელი ბმულით) კინოფესტივალამდე 1 ბლოგ პოსტის გაკეთება; კინოფესტივალის მსვლელობისას არსებული სიახლეების გაზიარება სოციალური ქსელების მეშვეობით.
ფესტივალი მონაწილეებს სთავაზობს:
აკრედიტაციას, რაც საშუალებას მისცემს დაესწრონ ფესტივალის მსვლელობისას დაგეგმილ ნებისმიერ კინოჩვენებას; ბლოგერებს ფესტივალის მსვლელობისას ექნებათ საშუალება დაესწრონ ყველა პრესკონფერენციასა და მასტერ კლასს, ჩაწერონ ფესტივალის სტუმრები და ფესტივალის ორგანიზატორები; ყველა ბლოგერს გადაეცემა ბეჯი, სადაც აღნიშნული იქნება ბლოგერის სახელის მითითებით; ბლოგერებს საშუალება ექნებათ დაესწრონ კინოფესტივალის გახსნის და დახურვის ცერემონიას (ასევე დახურვის ბანკეტს), რომელიც ლიმიტირებულია და მოსაწვევებით ხდება;
ყველა ბლოგერს მაისური ფესტივალის ლოგოთი და ფესტივალის კატალოგი ბლოგერების კონკურსის პრიზები; BIAFF პრიზი – 3 ბლოგერი, რომელიც ყველაზე ინტენსიურად და საინტერესოდ გააშუქებს ფესტივალს. მომავალ წელს ბათუმის საავტორო კინოფესტივალის ექსკლუზიური ბლოგერის სტატუსით ისარგებლებს და სამივე ბლოგერის ტრანსპორტირებას, ბათუმში საცხოვრებელი ადგილისა და ცხოვრების ხარჯებს კინოფესტივალი დაფარავს. ასევე ისინი მოწვეულნი იქნებიან კინოფესტივალის გახსნისა და დახურვის ცერემონიასა და ბანკეტზე; BIAFF პრიზი – სტამბულის საერთაშორისო კინოფესტივალზე დასწრება – საუკეთესო 3 ბლოგერს BIAFF დაუფინანსებს სტამბულის კინოფესტივალზე დასწრების ხარჯებს შემდეგი პირობებით – #1 ადგილი – აკრედიტაცია, ავიაბილეთი + განთავსება (5 ღამე); #2 ადგილი – აკრედიტაცია, ავიაბილეთი (ერთი გზა) + განთავსება, #3 ადგილი – აკრედიტაცია, განთავსება. განთავსება მოხდება აპარტამენტში – შესაბამისად საჭიროა სამივე ბლოგერის ჩასვლა ერთსა და იმავე პერიოდში. პრიზით სარგებლობისთვის აუცილებელია ბლოგერებისგან სტამბულის კინოფესტივალზე დასწრების საბოლოო კონფირმაცია ფესტივალამდე 2 თვით ადრე; სასტუმრო „რჩეული ვილას“ ქსელის პრიზი – გამარჯვებულ 3 საუკეთესო ბლოგერს გადაეცემა 2 დღიანი, ორკაციანი ვაუჩერი სასტუმრო „რჩეულ ვილას“ რომელიმე სასტუმროში (ბათუმი, ქუთაისი, თელავი, სიღნაღი) დასვენებისთვის.
ბლოგერების კონკურსს აგვისტოს ბოლომდე დაემატება ასევე სხვა პრიზებიც (სხვადასხვა კომპანიებთან მოლაპარაკების შემდეგ).

კომენტარები

კომენტარი