ბოლო 24 საათის განმავლობაში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მაშველებმა 27 მოქალაქე გადაარჩინეს

0

ბოლო 24 საათის განმავლობაში, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მაშველებმა 27 მოქალაქე გადაარჩინეს – ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ავრცელებს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მხოლოდ ურეკში დახმარება 25 პირს დასჭირდა, მათგან 5 მოზარდი იყო.
გადარჩენილი პირები მაშველებმა სანაპიროზე უვნებლად ამოიყვანეს. 2 მოქალაქეს კი დახმარება ბათუმში დასჭირდა.
ასევე, ბოლო 24 საათის მონაცემებით, მაშველების დახმარებით, 6 პატარა მშობლებს უვნებლად დაუბრუნდა. ბავშვების დაკარგვის მაჩვენებლითაც ურეკი ლიდერობს, სადაც ბავშვების დაკარგვის 5 შემთხვევა დაფიქსირდა.
1 ბავშვი კი მშობლებს, ბათუმში დაეკარგათ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ სანაპირო ზოლზე დაკარგული ბავშვების მოძიების პროცესი უმოკლეს დროში განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი