საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“, საგანგებო მდგომარეობის გამო, დროებით მუშაობას წყვეტს

0

საბაჟო-გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“ თანამშრომლებისა და ხალხის ევაკუაცია განხორციელდა – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
უწყების განმარტებით, საბაჟო-გამშვებმა პუნქტმა საგანგებო მდგომარეობის გამო, დროებით მუშაობა შეწყვიტა.
„დარიალის ხეობაში არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე შექმნილი საგანგებო სიტუაციის გამო, პრობლემის აღმოფხვრამდე, საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ დროებით წყვეტს მუშაობას. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო-გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“, თანამშრომლებისა და ხალხის ევაკუაცია განხორციელდა“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი