რომან გვენცაძე გარდაიცვალა

0

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 72 წლის ასაკში, შს ყოფილი მინისტრი და პარლამენტის ყოფილი წევრი რომან გვენცაძე გარდაიცვალა.
მილიციის გენერალ – მაიორის გარდაცვალების ფაქტი „კვირას“ მისმა უახლოესმა მეგობარმა დაუდასტურა.
რომან გვენცაძე დაიბადა 1945 წელს. რომან გვენცაძე იყო მილიციის გენერალ-მაიორი, ის იყო თბილისის შს სამმართველოს უფროსი, შს მინისტრის მოადგილე (1990-1992), შსს მინისტრი (1992), საქართველოს შსს უმაღლესი სკოლის უფროსი (1993-1994), საქართველოს პარლამენტის წევრი, დაჯილდოებულია 2 ორდენით და 5 მედლით.

კომენტარები

კომენტარი