გიორგი კვირიკაშვილი: დადგება დრო, როცა დავიბრუნებთ ჩვენი აფხაზი ძმების გულებს და გავაგრძელებთ ცხოვრებას

აფხაზეთში ომის დაწყებიდან 25 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ქართველებისა და აფხაზების შერიგების სიმბოლოდ სოხუმთან, მდინარე ბესლეთზე არსებულ თამარ მეფის ხიდის ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ქართულ და აფხაზურ ენებზე შემდეგი სიტყვები წერია:
„ჩვენ შევძლებთ ამ უდიდესი შეცდომის გამოსწორებას და მალე დადგება დრო, როცა დავიბრუნებთ ჩვენი აფხაზი ძმების გულებს და გავაგრძელებთ ცხოვრებას, საუკუნეებგამოვლილი სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემით, ერთიან, ძლიერ საქართველოში“.
პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის უცხო ძალა არ უნდა იდგეს, რადგან ეს საზიანოა როგორც ქართველებისთვის, ასევე აფხაზებისთვის და ჩვენი შვილების მომავლისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები