თამარ ჩუგოშვილს უკრაინული მედიით გავრცელებული ჩანაწერის ნამდვილობის არ სჯერა

0

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ მისთვის ძნელად წარმოსადგენია, რუსული და უკრაინული მედიით გავრცელებული სატელეფონო საუბარი რეალურად შემდგარიყო.
“მოვისმინე ეს ჩანაწერი, მაგრან სერიოზულად არ მომისმენია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობ, როდესაც მაღალი რანგის თანამდებობის პირები ერთმანეთს ეკონტაქტებიან, უზრუნველყოფილია დაცულობა. ამიტომ ცოტა ვერ წარმომიდგენია, რომ ეს საუბარი სინამდვილეში შემდგარიყო”,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
რუსი პრანკერების მტკიცებით, მათ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი მღებრიშვილს უკრაინელი კოლეგის, არსენ ავაკოვის სახელით დაურეკეს.
„ვოვანი“ და „ლექსუსი“ რუსულ მედიასთან საუბარში ყვებიან, თითქოს მღებრიშვილს მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება შესთავაზეს. პასუხად მღებრიშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უცენზუროდ მოიხსენია და თქვა, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილი არ სჭირდებათ, დარჩეს სადაც არის, რადგან ქართულ მხარეს არ სურს მისი გმირად გადაქცევა. მისი თქმით, საქართველოში ვითარება სტაბილურია, სააკაშვილის დაბრუნება კი მღელვარებას გამოიწვევს.

კომენტარები

კომენტარი