იანვარ-ივლისში, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 5674.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა

0

სტატისტიკის ეროვნული სამსახური, 2017 წლის იანვარ-ივლისში, საქართველოს საგარეო ვაჭრობის შესახებ წინასწარ შედეგებს აქვეყნებს.
2017 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5674.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.0 პროცენტით მეტია.
მონაცემების მიხედვით, ექსპორტი 1446.2 მლნ. აშშ დოლარი იყო (28.9 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 4228.6 მლნ. აშშ დოლარი (8.5 პროცენტით მეტი).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-ივლისში 2782.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.0 პროცენტი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი