მესტიაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

0

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სამსახურის თანამშრომლები მესტიაში, ბანგურიანის მთაზე ხანძრის სრულ ლიკვიდაციამდე ადგილზე რჩებიან, – ამის შესახებ „კვირას“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო უბნის მესტიის სატყეოს მე-13 კვარტალში ხანძარი ლოკალიზებულია.
„რთული რელიეფური მდებარეობის გამო, ხანძრის ლოკალიზება სასაზღვრო პოლიციის ვეტმფრენით გახდა შესაძლებელი. ხანძარი ბანგურიანის მთაზე 2 ჰექტრამდე ფართობს გაუჩნდა. ხანძრის სრულ ლიკვიდაციამდე ადგილზე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს რეგიონული სამსხურის თანამშრომლები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი