გეგმური სამუშაოების გამო, 897 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

0

დღეიდან, 14 აგვისტოდან, 11:00-დან 18:00 საათამდე, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 897 აბონენტს დუშეთის რაიონის სოფლებში – არაგვისპირი, ჭალის აგარაკები, ბოდორნა, ჟინვალი, ბიჩნიგაურები და მიმდებარე სოფლებში.
კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯის“ ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

კომენტარები

კომენტარი