სვანეთში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

0

სვანეთში, ბანგურიანის მთის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ „კვირას“ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კახა ჟორჟოლიანმა განუცხადა. მისი თქმით, დამწვარია დაახლოებით ერთ ჰექტარი ფართობი.
„შეიძლება ითქვას, რომ ხანძარი ლოკალიზებულია, ამ ეტაპზე, ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს“, – აღნიშნა კახა ჟორჟოლიანმა.
შეგახსენებთ, რომ სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე ბანგურიანის მთის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლის ჩაქრობაში მეხანძრე-მაშველებთან ერთად, შსს-ს ვერტმფრენიც ჩაერთო.

კომენტარები

კომენტარი