ბორჯომში, კვადროციკლის ამოტრიალების შედეგად, ტურისტი გარდაიცვალა

0

ბორჯომში, კვადროციკლის ამოტრიალების შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა. კვადროციკლი, რომელითაც არაბი ტურისტების ოჯახი გადაადგილდებოდა, ე.წ. პლატოს აღმართზე ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად, ქალბატონი გარდაიცვალა, მისი მეუღლე, ბავშვები და კვადროციკლის მძღოლი კი მძიმედ დაშავდნენ.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი