კახა კალაძე: ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგვეხმარება

0

“უნდა ამოქმედდეს ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება, რაც მგონია, რომ დაგვეხმარება ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მერობის კანდიდატი მიმართვაში ასევე აღნიშნავს, რომ ის ყველაფერს გააკეთებს, რათა ავტობუსების წარმოება და აწყობა საქართველოში განხორციელდეს.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გავხადოთ არა მხოლოდ კომფორტული და მოწესრიგებული, არამედ, პოპულარული. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მოგვიწევს დიდი რაოდენობით ავტობუსების შესყიდვა, ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ მათი წარმოება და აწყობა მოხდეს საქართველოში. აუცილებლად მოხდება მეტროს მოდერნიზაცია. ხელს შევუწყობთ საბაგირო ხაზების განვითარებასა და ელექტრომობილების პოპულარიზაციას. უნდა ამოქმედდეს ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება, რაც მგონია, რომ დაგვეხმარება ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, აუცილებელია, გამკაცრდეს სამშენებლო რეგულაციები. „აუცილებლად უნდა გავამკაცროთ სამშენებლო რეგულაციები, რომლის მიხედვითაც მოხდება მოსახლეობისთვის, დასაქმებულებისთვის და თბილისის ეკოლოგიისთვის უსაფრთხო სამუშაოების წარმოება ქალაქის ნებისმიერ წერტილში“, -აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი