კახა კალაძე: ჩვენი მიზანია, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობა არსებითად გავაუმჯობესოთ (ვიდეო)

0

„ თბილისს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ქალაქის ეკოლოგიური განვითარების ერთიანი ხედვა”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
როგორც კალაძე აცხადებს, მისი აზრით, დღეს გარემოს ყველაზე მეტად ტრანსპორტი და მშენებლობები აბინძურებს.
“მინდა, შევეხო თბილისისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხს, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აწუხებს და რომლის მოგვარებაც ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება – ეს არის ეკოლოგია. არაფერი არ ღირს ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობის ფასად. ყველამ უნდა ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი და ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში. ჩვენი მიზანია, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობა არსებითად გავაუმჯობესოთ. დღეს გარემოს ყველაზე მეტად რაც აბინძურებს, მგონია, რომ არის ტრანსპორტი და მშენებლობები. ასევე, მნიშვნელოვანია პარკების, რეკრეაციული ზონების არსებობა-განვითარება, ნარჩენების მართვის საკითხიც გვაქვს მოსაგვარებელი. სიცოცხლით სავსე ქალაქს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ქალაქის ეკოლოგიური განვითარების ერთიანი ხედვა”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი