მესტიაში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში შსს-ს ვერტმფრენი ჩაერთვება

0

მესტიაში, ბანგურიანის მთაზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენი ჩაერთვება. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი – თეა პერტაია ავრცელებს. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური.
მესტიაში, ბანგურიანის მთაზე ხანძარია. ცეცხლი დაახლოებით 500 კვადრატულ მეტრს უკიდია.

კომენტარები

კომენტარი