რაჭაში სამი სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

0

რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე ლუხუნის ხეობაში მდებარე სოფლებთან – ლიხეთთან, აბართან და ურავთან დამაკავშირებელ გზაზე მთა ჩამოიშალა, რის შედეგადაც სამი სოფელი გარესამყაროს მოწყდა. სოფლებში დაახლოებით 900 ოჯახი ცხოვრობს.
საგზაო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ქვა-ღორღი გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ხშირად ცვივა და მისი გაწმენდაც ეტაპობრივად მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი