სვანეთში, ბანგურიანის მთას ცეცხლი უკიდია – რას აცხადებს მესტიის გამგებელი

0

სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე ბანგურიანის მთის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადები არიან გასული.
„კვირასთან“ საუბარში მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კახა ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ ხანძარი დაახლოებით 400 კვადრატულ მეტრ ფართობს არის მოდებული. ცეცხლი მიუვალ ადგილზე გაჩნდა, მესტიის გამგებელი არ გამორიცხავს, რომ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვაც გახდეს საჭირო.

 

კომენტარები

კომენტარი