თბილისში მომხდარ ავტოავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

0

თბილისში მომხდარ ავტოავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა აეროპორტის გზაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, “ჰონდას” მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურს შეეჯახა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო. (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია).

კომენტარები

კომენტარი