თბილისის საპატრულო პოლიციას ახალი უფროსი ჰყავს

0

თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი, დავით მიქიაშვილი, მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის უფროსმა, თეიმურაზ კუპატაძემ, ჩაანაცვლა.

აღნიშნული ფაქტი „კვირას“ შს სამინისტროში დაუდასტურეს. მათივე თქმით, სამინისტროში როტაცია განხორციელდა, ხოლო რაც შეეხება დავით მიქიაშვილს, ის თეიმურაზ კუპატაძის ძველ თანამდებობას, მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის უფროსის პოსტს ჩაიბარებს.

კომენტარები

კომენტარი