ჯანსუღ ჩარკვიანი “არამიანცის” საავადმყოფოშია მოთავსებული

0

პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი, ინსულტის დიაგნოზით, ე.წ. არამიანცის საავადმყოფოშია მოთავსებული.
გავრცელებული ინფორმაციით, პოეტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, მას ინსულტი აქვს. მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ მას პნევმონიაც აქვს.
როგორც ჩარკვიანის შვილი, თაკო ჩარკვიანი აცხადებს, ჯანსუღ ჩარკვიანის ჯანმრთელობის გაუარესება ნერვიულ სტრესს უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი