კლინიკა „ლანცეტში” ვეტერანებს უფასო ოფთალმოლოგიური კვლევები ჩაუტარდათ
სამედიცინო ცენტრის, „ლანცეტის” ოფთალმოლოგებმა, თეა ხოჯავამ და საიდა გასანოვამ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბენეფიციარებს უფასო კონსულტაციები გაუწიეს და გამოკვლევები ჩაუტარეს.
სამედიცინო ცენტრის წარმომადგენლების განცხადებით, საჭიროებისამებრ, თბილისის სხვადასხვა რაიონის 50-მდე ვეტერანს შემდგომი მკურნალობაც დაენიშნება.
სამედიცინო ცენტრში ბენეფიციარების მომსახურებას კოორდინირება „ლანცეტის” წარმომადგენელმა, ექიმმა დავით მუხიგულმა გაუწია.