პატრიარქმა ლომისას წმინდა გიორგის ხატი დალოცა

0

კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ წმინდა გიორგის ხატი დალოცა, რომელსაც ლომისას წმინდა გიორგის ეკლესიაში გადააბრძანებენ. ოთხმეტრიანი ხატი სენაკის მრევლის ინიციატივით დაიწერა, რომელიც დღეს მცხეთიდან საპატრიარქოში მიაბრძანეს. დღეს მას სამების საკათედრო ტაძარში, მოგვიანებით კი მლეთაში გადააბრძანებენ. საბოლოოდ, წმინდა გიორგის ხატი ლომისას წმინდა გიორგის ტაძარში დაბრძანდება.
როგორც ხატის ავტორმა აღნიშნა, ეს ხატი 9 თვის განმავლობაში იწერებოდა და დიდი შრომისა და ღვაწლის ფასად შეიქმნა .
“ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ ყველა ჩართულიყო ამ პროცესში. მარტო ერთი კაცი ვერ გასწევდა ამას. ყველა დაგვეხმარა, შეგვეწია, დაგვლოცა. ჩამოვედით თბილისში, პატრიარქმაც დაგვლოცა, მოეწონა ჩვენი იდეა და 9 თვის განმავლობაში, დიდი შრომისა და ღვაწლის ფასად შეიქმნა ეს ხატი, რომელიც უნდა დაბრძანდეს ლომისას წმინდა გიორგის ტაძარში”,- აღნიშნა ხატმწერმა, ემირიანე ჯიქიამ.

კომენტარები

კომენტარი