ბათუმში, საბაგიროსთან გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს

0

ბათუმში, საბაგიროსთან 40 წლის გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე მისულ ექიმებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.

როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, კაცს თან სრულწლოვანი შვილი ახლდა, რომლის ინფორმაციითაც, მამამისი ავადმყოფობდა.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი