ტემპერატურის მატებასთან ერთად, დედაქალაქში ქვეწარმავლების რაოდენობას არ მოუმატია

0

ტემპერატურის მატებასთან ერთად, დედაქალაქში, ქვეწარმავლების მომატებასთან დაკავშირებით, „112“-ზე შესულ შეტყობინებებს არ მოუმატია. ამის შესახებ „კვირას“ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფროსმა, თემურ ფხალაძემ განუცხადა.

როგორც ფხალაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე, მდგომარეობა სტაბილურია და მეტიც, ქვეწარმავლების აღმოჩენასთან დაკავშირებით, წელს, წინა წლებთან შედარებით, ნაკლები შეტყობინებაა შესული.

„ამ დროისთვის, სტაბილური სიტუაციაა, საგანგაშო არაფერია. წელს სააგენტოში, წინა წლებთან შედარებით, ნაკლები შეტყობინება შემოვიდა. განსაკუთრებით არც ერთი რაიონი არ გამოირჩევა, ძირითადად, ყველა რაიონიდან ფიქსირდება მოქალაქეების მომართვიანობა. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს თანამშრომლები კი ყველა შეტყობინებაზე რეაგირებას ახდენენ“, – განაცხადა სააგენტოს უფროსმა.

კომენტარები

კომენტარი