გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ აუცილებლად გავმთლიანდებით

0

„ჩვენ აუცილებლად გავმთლიანდებით, რა თქმა უნდა, საქართველო იქნება ძლიერი. ჩვენ აღარ ვიმღერებთ “ოდესღაც დიდი ყოფილა საქართველო”, ვიმღერებთ, რომ საქართველო არის დიდი, ძლიერი და ერთიანი“,-ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა „დიდგორობა 2017“- ზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი დღე ქართველთა უდიდესი გამარჯვების დღეა, ეს არის სიმბოლო ქვეყნის ერთიანობის და ძლიერების.
„მინდა ყველას მივულოცო „დიდგორობა“. ეს არის ქართველთა უდიდესი გამარჯვების დღე, ეს არის სიმბოლო ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, ძლიერების. დავით აღმაშენებელმა ამ გამარჯვებას მიაღწია მიზანმიმართული, თანმიმდევრული შრომით, პირველ რიგში, სიბრძნით და რა თქმა უნდა, სიმამაცით.
ჩვენ – ქართველებს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ჩვენ ვიქნებით ერთიანი, მაშინ საქართველო იქნება ძლიერი, ამიტომ არის დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი და მინდა ჩვენს ქვეყანას ვუსურვო გაძლიერება, გამთლიანება და ჩვენ აუცილებლად გავმთლიანდებით, რა თქმა უნდა, საქართველო იქნება ძლიერი. ჩვენ აღარ ვიმღერებთ “ოდესღაც დიდი ყოფილა საქართველო”, ვიმღერებთ, რომ საქართველო არის დიდი, ძლიერი და ერთიანი“, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი