”ლოკომოტივი”: ჩაშლილი მატჩის საბოლოო შედეგთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სადისციპლინო კომიტეტი უახლოეს დღეებში მიიღებს

0

თბილისის ”ლოკომოტივის” ინფორმაციით, დღეს ჩაშლილი მატჩის საბოლოო შედეგთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტი უახლოეს დღეებში მიიღებს.
”ლოკომოტივისა” და ”ტორპედოს” მატჩი მთავარი მსაჯის გადაწყვეტილებით 85-ე წუთზე შეწყდა. ამ დროისთვის ანგარიში 2:0 იყო. ჩვენი გუნდი მეტოქეს ირაკლი სიხარულიძის დუბლით ამარცხებდა. მატჩის საბოლოო შედეგთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტი უახლოეს დღეებში მიიღებს”, – ნათქვამია ”ლოკომოტივის” განცხადებაში.
”ლოკომოტივის“ სტადიონზე გულშემატკივრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სტადიონზე ერთმანეთს ქუთაისის ”ტორპედოსა” და თბილისის ლოკომოტივის” ფეხბურთელები ეთამაშებოდნენ, როდესაც გულშემატკივრებიდან ერთმა მოქალაქემ სტადიონზე მაშხალა ისროლა.
ინციდენტის დროს თამაში რამდენიმე წუთით შეწყდა. არბიტრი იძულებული გახდა მატჩი დროებით შეეჩერებინა. შეხვედრა დაახლოებით 10 წუთში განახლდა, თუმცა 85-ე წუთზე ტრიბუნებზე გულშემატკივრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მსაჯთა ბრიგადის გადაწყვეტილებით მატჩი საბოლოო შეწყდა.სიტუაციის განმუხტვა რამდენიმე წუთში სამართალდამცველებმა მოახერხეს.

კომენტარები

კომენტარი