„ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე!“ – კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმებმა გასინჯვის მორიგი უფასო აქცია ჩაატარეს

ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე! – ამ ლოზუნგით კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმებმა მორიგი უფასო გასინჯვის აქცია ქარელის რაიონის მოსახლეობას ჩაუტარეს.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრი – დიდი ტრადიციების მქონე მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი პოლიპროფილური საავადმყოფოა, სადაც ფართოდაა დანერგილი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური ოპერაციული მედიცინის მიღწევები, მაღალ დონეზეა განვითარებული ისეთი სერვისები, როგორიცაა: ქირურგია, უროლოგია, გინეკოლოგია, ტრავმატოლოგია, ნეიროქირურგია, ტრანსპლანტოლოგია, ნევროლოგია, ჰემატოლოგია, ნეფროლოგია, კარდიოლოგია, თერაპია, ალერგოლოგია, ტოქსიკოლოგია, კრიტიკული მედიცინა.
აქციის ფარგლებში უფასო კონსულტაციები აწარმოეს ცენტრის სხვადასხვა პროფილის მაღალპროფესიონალმა ექიმებმა: ზოგადმა ქირურგმა, ტრავმატოლოგმა, გინეკოლოგმა, უროლოგმა, ოფთალმოლოგმა, თერაპევტმა, კარდიოლოგმა, ნევროპათოლოგმა, ექოსკოპისტმა.
საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს ჩაუტარდათ უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევები, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში. აქციის მნიშვნელოვანი ბენეფიტია ის, რომ ქირურგიის ეროვნული ცენტრი გასინჯულ პაციენტებს უზრუნველყოფს საჭირო მედიკამენტებით. კ. ერისთავის სახ.ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი – საუკეთესო ტრადიციები, მაღალი პროფესიონალიზმი და ხელმისაწვდომი ფასები 1946 წლიდან დღემდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები